ნიკა მელიას განსაკუთრებული რესურსი ვერ ექნება, ვიღაცას უნდა მიეტმასნოს, ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელია უფრო ღირსეულად რომ წასულიყო, უფრო კარგი სანახავი იქნებოდა.
„ალბათ ყველა დამეთანხმება, ულამაზო იყო, ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა. პარტიას ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე. იმ თავმჯდომარეს პარტიის დამფუძნებელმა ლიდერმა, სააკაშვილმა ბევრჯერ გამოუცხადა მხარდაჭერა და მიუთითა მელიას, მის მომხრეებს, რომ შემოუერთდით ამ პარტიას, მანიფესტიც გააკეთეს, არ გააკეთა ეს მელიამ. ამიტომ, ვიტყოდი ასე – იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. ისე ამბობს, წარსულს ვტოვებ და მომავლში მივდივარო, თვითონ არ არის წარსული? აღსრულების ბიუროს უფროსი იყო. ყველას თავისი წარსული უკან მოჰყვება, რაც არ უნდა იძახო, ვტოვებო, ის წარსული შენ არ გტოვებს. ვფიქრობ, არ დატოვა წარსულმა მელია და იძულებული გახდა, ასე უმსგავსოდ მოქცეულიყო“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
კითხვაზე, ნიკა მელიას პოლიტიკურად რა რესურსი აქვს, ჩარკვიანის თქმით, განსაკუთრებული რესურსი ვერ ექნება, რადგან ამომრჩევლებმა არ უღალატეს მიხეილ სააკაშვილს და არაფერი რესურსი არ ექნება.
„ვიღაცას უნდა მიეტმასნოს. ის ვიღაცა, ვფიქრობ, იქნება ან ხაზარაძე, ან გახარია. ასე სადღაც შუაში მოქმედებს, იქნებ ვინმეს დასჭირდეს. ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.