“ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ამას არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია, იმიტომ რომ, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიის ერთადერთი ხელმოსაჭიდი, თავზე ემხობათ და მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ

“ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საპარლამენტო აღიარა, ამას არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია, იმიტომ რომ, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიის ერთადერთი ხელმოსაჭიდი, თავზე ემხობათ და მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ
ამასობაში, “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები აღიარა. რა ხდება ახლა, არ იმჩნევს “აგენტოკრატია” და მათი პატრონები, აკი აქამდე “ეუთოს” პასუხს ელოდებოდნენ?
არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია ამ ფაქტს და აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს საკუთარ აქტივს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციური მედიის მიერ ამ ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვების მიზეზად, ქადაგიძე, ვითომ გაყალბებული არჩევნების ერთადერთი ხელმოსაჭიდის გაქარწყლებას ასახელებს. მისი თქმით, რადიკალები მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია გამოუვიდეთ, თუმცა, არაფერი გამოუვათ.
“ამასობაში, “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები აღიარა.
რა ხდება ახლა, არ იმჩნევს “აგენტოკრატია” და მათი პატრონები, აკი აქამდე “ეუთოს” პასუხს ელოდებოდნენ?
არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია ამ ფაქტს და აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს, საკუთარ აქტივს.
ნეტავ რატომ?
იმიტომ რომ, ერთადერთი ხელმოსაჭიდი, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიისა, თავზე ემხობათ და ახლა მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ, რომ ყველანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხი გადაიფაროს.
არ გამოგივათ ეგ ამბავი, სრულად ხელმოცარულები გახდით და ამ ღალატზე , რასაც სახელმწიფოს წინაშე სჩადიხართ, პასუხს უმკაცრესად აგებთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია