ირაკლი კობახიძე – ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს და ვერ ეგუება ამას – რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს

მალე იწყება ს უფლებამოსილების მეშვიდე წელი და წარმოიდგინეთ, კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ რჩება პრეზიდენტის პოსტზე, „რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს რეზიდენცია დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.
„ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვერ ეგუება ამას. მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, 29 დეკემბერს მას მოუწევს გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა წააგო 26 ოქტომბრის . ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოეგო 26 ოქტომბრის არჩევნები და ფიქრობდა, რომ ამით მას ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა მან წააგო ძალიან მძიმედ 26 ოქტომბრის არჩევნები“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება