ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციაზე – ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია.
„ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს