ვლადიმერ პუტინმა, ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზადან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

ვლადიმერ პუტინმა, ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზადან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტმა აბდულ ფათაჰ ალ-სისის ღაზადან რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, რუსეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ღაზას სექტორში შეტანისთვის“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა სისისთან ირანის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან გამართული შეხვედრებიც განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ