თურქეთის პრეზიდენტი – გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა უარყოფილია მხოლოდ აშშ-ის ვეტოს მიერ. ეს არის სამართლიანობა?! გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა: „გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ ჩვენ იმედი და მოლოდინი დავკარგეთ”.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ