სახანძრო სამსახურის ბრიგადამ, პარლამენტის მიმდებარედ განთავსებული წყლის ჭავლის მანქანების შესავსებად, სახანძრო მანქანით მიტანილი წყალი დემონსტრაციულად, ქუჩაში დაცალა (ვიდეო)

სახანძრო სამსახურის ბრიგადის რამდენიმე თანამშრომელმა დავალების შესრულებაზე უარი თქვა და პარლამენტის მიმდებარედ განთავსებული სახანძრო მანქანიდან წყალი დემონსტრაციულად ქუჩაში დაცალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს სახანძრო მანქანით წყალი აქციის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ჭავლის მანქანების მოსამარაგებლად მიჰქონდათ, რომლითაც მომიტინგეებს შლიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სახანძრო მანქანა გააჩერეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებთან მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების აღნიშნულ ჟესტს მომიტინგეები ტაშით შეხვდნენ. მათი თქმით, ეს სამოქალაქო გმირობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში