კიევში აიღეს ბოლშევიკი სამხედრო მეთაურის ძეგლი

კიევის ხელისუფლებამ 9 დეკემბერს აიღო ბოლშევიკი სამხედრო მეთაურის, მიკოლა შჩორსის ძეგლი. ცხენზე ამხედრებული შჩორსის ძეგლი უკრაინის დედაქალაქში თითქმის 70 წლის წინ იყო აღმართეს.
შვიდი საათი დაიხარჯა 7 ტონიანი ძეგლის მოხსნაზე, რომელიც მუზეუმში შეინახება. ქალაქის ადმინისტრაციამ Telegram-ზე გამოაცხადა, რომ „60-ზე მეტი ძეგლი, რომლებიც დაკავშირებულია სა და სსრკ-ს ისტორიასა და კულტურასთან უკვე გატანილია დედაქალაქიდან“.
შჩორსი იყო წითელი არმიის დივიზიის მეთაური, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, რომელიც იბრძოდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის, ასევე პოლონეთის არმიის წინააღმდეგ და რომელიც მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში 1919 წლის აგვისტოში. იმავე წელს ის დაინიშნა ქალაქ ს თავად.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა