მამუკა მდინარაძე აშშ-ს გადაწყვეტილებაზე: ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი  ეხმაურება -ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.

მამუკა მდინარაძე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ექვს პუნქტს გამოყოფს.

“პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:

1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. 3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე. 5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. 6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინები…”, წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.