„ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ჩახსნან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები, გმობენ. ისინი ავრცელებენ საერთო განცხადებას, რომელსაც ხელს 10 ბიზნესგაერთიანება აწერს.
„ჩვენ, „ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაცია. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება არის შესაძლებლობა, რომელიც გეოპოლიტიკური რეალობიდან დადგა დღის წესრიგში. ამდენად, მისი გამოყენება არის ჩვენი ქვეყნის შანსი, ხოლო არგამოყენება იქნება დიდი დანაშაული ქვეყნის წარსულთან, მის აწმყოსა და მომავალთან, მითუფრო, როდესაც ეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს გამოხატავს და კონსტიტუციით არის გამყარებული“, – წერია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან:
• საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
• საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია;
• ასოციაცია მომავლის ფერმერი;
• მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია;
• საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია;
• კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია;
• საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია;
• გაერთიანება ქართული ხორბალი;
• საქართველოს ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია;
• საქართველოს ტყის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია.
