მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ევროკავშირის სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, ევროპარლამენტმა 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო

მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ევროკავშირის სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, ევროპარლამენტმა 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო
ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები, ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს განსხვავებული ვითარებაა.
„ჩვენთვის მთავარია ობიექტური შეფასებები, თუ ისინი გმობენ იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, მაშინ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ ასეთი განცხადება. თუ ასეთი რამ არ არის დაგმობილი, მაშინ არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია სამართლიანობა და ობიექტურობა. ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაიხსენეთ, 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო. 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს სამწუხაროდ, განსხვავებული ვითარებაა. იმედი მაქვს, ში ომის დასრულებასთან ერთად ამ კუთხით იქნება სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს