“ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით” – ბუდუს კომენტარი

საქართველოს ნაკრების ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს:

“ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა საქართველოს ადგილი ევროპაშია!” — წერს ბუდუ ზივზივაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი