ირაკლი კობახიძე – გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან – მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული

გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან. მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის” ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
მისი თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები არ უნდა შეჰგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას და სახელმწიფოსთვის ძალადობა უნდა დაეპირისპირებინათ.
„ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიული ს გაყალბებულად გამოცხადება, ისე, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა. პირიქით, ვიხილეთ, რომ ეუთო/ოდირის მისიის მიერ არჩევნების აღიარების შემდეგ, თავად ეს მისიაც კი იქცა თავდასხმის სამიზნედ რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების მხრიდან. სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო ძალადობა, რომელიც გუშინ და გუშინწინ თბილისში ვიხილეთ. საინტერესოა, რომ მიტინგზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მიტინგის ორგანიზატორებს ადგილზე ტრიბუნაც კი არ მიუტანიათ. აქედანაც ჩანდა, რომ მიტინგი იმთავითვე იგეგმებოდა, როგორც ძალადობა და ის, მოძალადეთა საბოლოოდ შეკრებისთანავე, იქცა კიდეც ძალადობად პოლიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა