რუსთაველის გამზირზე ყოფნისას მათი იურიდიული სტატუსი უნდა განისაზღვროს როგორც “დემონსტრანტი” და არა როგორც “ჟურნალისტი”.

ლაშა ნაცვლიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:
“ყველა დროის ყველაზე წარმატებული რევოლუციონერი, უფრო სწორად კი, ყველაზე ცნობილი და მასშტაბური სახელმწიფო გადატრიალების ავტორი, ვლადიმერ ლენინი, 1901 წელს გაზეთ “ისკრაში” გამოქვეყნებულ სტატიაში – “რითი დავიწყოთ?” – წერდა: “გაზეთი არა მხოლოდ კოლექტიური პროპაგანდისტი და კოლექტიური აგიტატორია, ის ასევე კოლექტიური ორგანიზატორია”.
არა მგონია, ვინმემ გაბედოს და ეჭვქვეშ დააყენოს ლენინის, როგორც რევულუციურ საქმეთა ექსპერტის კომპეტენცია და ვინაიდან ლენინის დროს გაზეთის გარდა სხვა მედიასაშუალება არ არსებობდა, თამამად შეგვიძლია მისი ციტატის ამდაგვარი პერიფრაზი მოვახდინოთ:
მედია კოლექტიური პროპაგანდისტი, აგიტატორი და ორგანიზატორია!
ეჭვგარეშეა, რომ ის საქმიანობა, რასაც სამი ოპოზიციური არხის რეპორტიორები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ეწევიან, წარმოადგენს არა მოვლენების გაშუქებას, ანუ ჟურნალისტურ საქმიანობას, არამედ ამ გამოსვლებში მონაწილეობას და, უფრო მეტიც, მასებზე წვდომის გათვალისწინებით, ამ გამოსვლების ორგანიზებას.
ვიდრე შეიცხადებთ, გავიაროთ მარტივი ტესტი:
გვეუბნებიან თუ არა ეს რეპორტიორები მოვლენათა ეპიცენტრიდან წაყვანილი პირდაპირი ეთერების დროს, რომ ოცნებამ ხელისუფლება მიიტაცა, პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია და რომ ამ უზურპატორი ხელისუფლების მოცილება ყველა პატიოსანი მოქალაქის არათუ უფლება, ვალდებულებაა? პასუხი ცალსახაა – გვეუბნებიან!
მოუწოდებენ თუ არა ეს რეპორტიორები მოვლენათა ეპიცენტრში მყოფ პოლიციელებს, უშუალოდ, პირადი კომუნიკაციის დროს, კამერების წინაშე, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მაგივრად, ისინი დემონსტრანტების მხარეს გადავიდნენ?
პასუხი ცალსახაა – მოუწოდებენ!
ამდენადად, რუსთაველის გამზირზე ყოფნისას მათი იურიდიული სტატუსი უნდა განისაზღვროს როგორც “დემონსტრანტი” და არა როგორც “ჟურნალისტი”.
და მიდგომაც შესაბამისი უნდა გახდეს.
ყველა ჩასაფრებულ დემაგოგს წინასწარ ვპასუხობ:
ყოველივე ზემოთქმული არანაირად არ ნიშნავს, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტის მიმართ არაპროვოცირებულ ან/და არაპროპორციულ ძალადობას მორალური ან იურიდიული გამართლება აქვს. ისევე, როგორც არ აქვს გამართლება ამ ტიპის ქმედებას ნებისმიერი სხვა დემონსტრანტის მიმართ, მაგრამ საპოლიციო ძალებისგან მიტინგის დაშლის დროს განსაკუთრებული სტანდარტის მოთხოვნა ანტისამთავრობო დემონსტრაციის მიკროფონიანი ან კამერიანი ორგანიზატორის მიმართ და ამ უკანასკნელთა განსაკუთრებული იმუნიტეტით აღჭურვა (“არ მომეკარო, ჟურნალისტი ვარ”) წარმოადგენს ყველა მარეგულირებული ნორმის სულისკვეთების იგნორირებას და მის პროფანაციას. ადამიანური ენით რომ ვთქვათ – თვალში ნაცრის შეყრას.
ხომ მონაწილეობს რომელიმე ანტისამთავრობო გამოსვლებში როგორც ჩვეულებრივი დემონსტრანტი და არა როგორც გაზპრომის იურისტი და ამ ფაქტის გამო, განსაკუთრებულ პრივილეგიებს “პრორუსული” ხელისუფლებისგან ხომ არ ითხოვს?
ანალოგიური სტანდარტი უნდა ვრცელდებოდეს ამ სამი არხის თანამშრომლებზეც.
სამწუხაროდ, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენი პოლიცია ჩემს მიდგომას გაიზიარებს, მაგრამ ასე მჯერა და იმიტომ ვწერ…”- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება