ოპოზიცია სასაცილო და სავალალო მდგომარეობაშია. არ იცის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას როგორ უმტროს –

მოლოდინი რა თქმა უნდა პოზიტიურია. ამას ყველა ლიდერის განცხადება ცხადყოფს, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც ახლა ორბანს მიადგა, გარკვეული დისკუსია რომელიც ახლა არის უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით, სრულიად გამიჯნულია საქართველოს ევროპული პერსპექტივისგან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან. შესაბამისად ოპოზიცია სასაცილო და სავალალო მდგომარეობაშია. არ იცის ამ ჩვენს პერსპექტივას როგორ უმტროს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)