შსს სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს

შსს სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს.
შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ში მოხდა.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გატაცებული არასრულწლოვნის მშობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე. თუმცა, ერთი თვის წინ, გოგომ უარი თქვა მომავალ ქორწინებაზე.
მათი თქმით, გამტაცებლები სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ოჯახში მხოლოდ ქალები იყვნენ და გოგო ძალის გამოყენებით გაიყვანეს სახლიდან.
გატაცებული გოგოს მშობლების ცნობითვე, კაცი, რომელმაც მათი არასრულწლოვანი შვილი გაიტაცა, ს მოქალაქეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს