ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა რვა პირი დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები.
აქციის მონაწილეების ნაწილი გრიბოედოვის ქუჩაზე, წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები და სპეცრაზმის თანამშრომლები რჩებიან.