პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული, სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმია იმყოფება. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა.
სპეცდანიშნულების რაზმის გარდა პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.
პერიოდულად აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებენ.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის კედელზე ელექტროგაყვანილობას ცეცხლი წაუკიდეს. კერძოდ, ცეცხლი ეკიდა ელექტროგაყვანილობას, სადაც უსაფრთხოების კამერებია დამონტაჟებული.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დროისთვის დგანან პარლამენტის წინ მთლიან პერიმეტრზე, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები არაერთხელ გამოიყენა.
ipn.ge