„მე ვერ ვხედავ, ბიზნესის ნაწილი სწორ შეფასებას აკეთებდეს, ყველას თავის მიზეზი აქვს – რეალობა სახეზეა და შეფერადება აღარ სჭირდება“ – კახა ხაზარაძე

„მე ვერ ვხედავ, ბიზნესის ნაწილი სწორ შეფასებას აკეთებდეს, ყველას თავის მიზეზი აქვს – რეალობა სახეზეა და შეფერადება აღარ სჭირდება“ – კახა ხაზარაძე
„მე ვერ ვხედავ, ბიზნესის ნაწილი სწორ შეფასებას აკეთებდეს, ყველას თავის მიზეზი აქვს – რეალობა სახეზეა და შეფერადება აღარ სჭირდება“ – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2028 წლამდე მოლაპარაკებებზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ 2028 წლამდე საერთოდ ვერ მივაღწევთ.
„ევროპულ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე უარს ამბობ, მაშინ, როდესაც 30 წლის განმავლობაში, ქვეყანა ვითარდებოდა ამერიკული და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების ხარჯზე. 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ 2028 წლამდე საერთოდ ვერ მივაღწევთ. მაშინ ქვეყანამ უნდა იპოვოს დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ალტერნატიული წყარო თეორიაში შეძლება იყოს ჩინეთი, მაგრამ მას უფრო სახელმწიფო ინტერესი აქვს, ვიდრე კერძო კაპიტალის. სახელმწიფო ინტერესის შემთხვევაში ბევრი მაგალითი გვაქვს, აფრიკის ქვეყნებიდან გამომდინარე, სადაც ჩინეთი ფაქტობრივად ყიდულობს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის დამღუპველია. აქედან გამომდინარე, თუ დღეს ჩვენ მზად არ ვართ, მაშინ არასდროს ვიქნებით მზად ამერიკული და ევროპული ინსტიტუციების გარეშე.

გამოსავალი არის და ისეთი მთავრობის მოსვლა, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის ინტერესს დააყენებს წინ. აქ არაფერს აღარ სჭირდება შეფერადება, რეალობა სახეზე გვაქვს. საზოგადოების ნაწილს ამის გაანალიზება მგონი უჭირს, განსაკუთრებით ბიზნესს, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ, ბევრი მათგანი სწორ შეფასებას აკეთებდეს. ყველას თავის მიზეზი აქვს, ვიღაცას ეშინია, ვიღაც ჩართულია კორუფციულ საქმეებში სახელმწიფოსთან, ამიტომ უჭირს თავისუფალი დამოუკიდებელი აზრის გამოთქმა…
ის გადაწყვეტილება, რაც პრემიერ მინისტრმა გააჟღერა, არის არაკონსტიტუციური. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ქვეყნის მომავალი ევროპას უკავშირდება. შესაბამისად, როდესაც ამბობ, რომ ინტეგრაციის პროცესს აჩერებ, ნიშნავს რომ ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს დაიცვას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. იქნება ეს გაფიცვები თუ სხვა. მარტივი არ არის, მაგრამ მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, ეს პროცესი რამენაირად უნდა გავაჩეროთ,“ – ამბობს კახა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი მ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც. იქამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და ს. ამასთან, დღეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰელჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
იქამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, დღეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰელჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.
წყარო: bpn.ge