„ნისანი“ 14 თვეში გაკოტრდება, თუ შესაბამის ინვესტორს ვერ იპოვის – Financial Times

Financial Times Financial Times-ის ინფორმაციით, „რენოს“ მიერ იაპონიაში წარმოების შემცირების შემდეგ, ნისანი“ იძულებულია, ახალი ინვესტორი მოიძიოს, რათა კრიტიკულ პერიოდს სრული გაკოტრების გარეშე გადაურჩეს. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ „ნისანი“ „ჰონდასთან“ კოლაბორაციით ელექტრომობილების გამოშვებას აპირებს. იაპონურ ავტომწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, რომ არსებული ბალანსით, მხოლოდ 14 თვის განმავლობაში შეუძლიათ თავის გატანა. კომპანია ამ ეტაპზე გრძელვადიანი და სტაბილური აქციონერით არის დაინტერესებული; მაგალითად ბანკით ან სადაზღვევო ჯგუფით, რომელთან პარტნიორობითაც „რენოს“ წილს ჩაანაცვლებს. თავის მხრივ, „რენოსთან“ დაახლოებულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ფრანგული მხარე მზადაა, „ნისანში“ თავისი წილი გაყიდოს.