მარგუს ცაჰკნა – საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც მთელი მათი მმართველობის პერიოდში ვავრცელებდით გაფრთხილებას – მათი მიზანია საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად

საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც მთელი მათი მმართველობის პერიოდში ვავრცელებდით გაფრთხილებას – მათი მიზანია საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
ცაჰკნამ პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენებას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატია „უკან იხევს“ და მმართველი „ქართული ოცნება“ „დემოკრატიის განადგურებაში” დაადანაშაულა.
„საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც “ქართული ოცნების” მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში ვავრცელებდით გაფრთხილებებს – “ქართული ოცნების” მიზანია ტყუილითა და დაშნებით ქვეყანაზე კონტროლის მოპოვება და საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად. გუშინდელი გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ფორმალური გაფორმება იყო,” – განაცხადა ცაჰკნამ.
მან აღნიშნა, რომ გასულ თვეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „ვერ დაერქმევა ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი დარღვევების რაოდენობისა და სიმძიმის გამო”.
„ესტონეთმა შეამცირა საქართველოსთან მაღალი დონის კონტაქტები და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ პროექტებში განვითარებითი თანამშრომლობის მხარდაჭერა; თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას,” – განაცხადა ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავშირს მოუწოდა რეაგირება მოახდინოს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს