ჯარს, შესაძლოა, ხალხის დარბევა უბრძანონ? – “ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან” – რა ინფორმაცია გავრცელდა თავდაცვის ძალებში

მაქვს საფუძვლიანი, მიზეზიანი ვარაუდი, რომ თავდაცვის სამინისტროში გავრცელდა ჭორად, რომ თუ მოსახლეობა გამოვა ისევ მასიურად და აქცია იქნება ისევ მასშტაბური, თუ ხალხი გამოვა ყველა ქალაქში, საპოლიციო ძალები, შესაძლოა, აღარ იყოს საკმარისი პროცესის მართვის და თავდაცვის ძალები შეიძლება გამოიყენონ. ესეც არის ერთ–ერთი მიზეზი საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სამოქალაქო პირების მიერ გაკეთებული განცხადებისა. საქართველოს თავდაცვის ძალები არასოდეს, არასოდეს არ ჩაერთვება მსგავს ოპერაციაში. მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული, ისინი ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან. არავის მისცემენ უფლებას, რომ შეიარაღებული ძალები, რომლებიც იცავდნენ სამშობლოს და მოსახლეობას, დღეს ამ მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც