„ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ” — აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, განცხადებას ავრცელებს, რომლითაც „ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 4 წლით შეჩერების შესახებ, რასაც ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეების, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა მოჰყვა.
„ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ -სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.
გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.
მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.
მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს“, — აცხადებს ელჩი დანიგანი.
სპეცრაზმი ღამით და გამთენიისას ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ მომიტინგეს, მათ შორის, უფლებადამცველ ნიკა რომანაძეს, დაშავებულია 20-ზე მეტი ჟურნალისტი, რომელთაგან ორს ქირურგიული ჩარევები დასჭირდა.
გასულ ღამით დაკავებულია 43 ადამიანი, საპროტესტო აქციებისას დაკავებულ ადამიანებს ბრალი წაუყენეს ტრადიციული მუხლებით, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია