“თუ [ელჩების] ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში რეაგირება აუცილებლად გვექნება” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , რომელმაც გუშინ, 28 ნოემბერს გააკეთა განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეეცადა საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ რეალური პერსპექტივაა. კობახიძემ ევროკავშირის ელჩზე, ზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ელოდება აქ აკრედიტებული დიპლომატების ქცევის ცვლილებას და თუ ეს არ მოხდება, იქნება შესაბამისი რეაგირება.
„იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი ს წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, – განაცხადა კობახიძემ. მან ამავე ბრიფინგზე თქვა რომ საქართველო მიუხედავად 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა, კვლავ აგრძელებს ევროინტეგრაციას და ამ ძალისხმევის დასტურად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა დაასახელა.
პრემიერ განცხადება განცხადება მანიპულაციურია – პროცესის შეჩერების პირობებში, ასოცირების შეთანხმების შესრულებას გავლენა ვერ ექნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროგრესზე. საქართველოს ამ პროცესში წინსვლისთვის სჭირდებოდა ჯერ 12 დათქმის, შემდეგ კი 9 ნაბიჯის შესრულება, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ეტაპობრივად გაჩნდა. როგორც 12 დათქმის, ისე 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი აქვს, ბოლო წელს მიღებული სადავო კანონები კი – “უცხოეთის აგენტების შესახებ”, ოფშორების შესახებ და ცენზურის დამწესებელი ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები – ამ პროცესში დამატებით ბარიერებად იქცა.
ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკითა და ბოლო გადაწყვეტილებით საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე კვლავ იმეორებს პროპაგანდისტულ ნარატივს იმის შესახებ რომ საქართველო შანტაჟის მსხვერპლი იყო დასავლეთის მხრიდან და მოქმედ ხელისუფლებას მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდნენ საერთაშირისო პარტნიორები.
“ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში, ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში. ში ომის დაწყების დროს. სწორედ იმ დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე სამი წელი და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. მოლაპარაკებების გახსნის საკითხის “მაგიდაზე დადება” შეუძლებელია არსებულ ვითარებაში, რადგან ევროინტეგრაცია საქართველოს მხრიდან მაღალი დაინტერესების არსებობას საჭიროებს, ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებები და რიტორიკა კი ამას გამორიცხავს.
გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.
აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.