ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შემდეგ უკრაინის სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეამცირა – IAEA

უკრაინის სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ს ახალი დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის წარმოება შეამცირა. ამის შესახებ „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
უკრაინის მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე სულ ცხრა რეაქტორს აქვს შემცირებული სიმძლავრე. ასევე, ქსელიდან გაითიშა რივნეს ატომური ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი. ამავდროულად, ატომური ელექტროსადგურები განაგრძობდნენ გარე ელექტროენერგიის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ხმელნიცკის ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა კავშირი ორ ელექტროგადამცემ ხაზთან.
„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უკიდურესად მყიფე და დაუცველია, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ იმ ტერიტორიებზე, სადაც არის დიდი ბირთვული ელექტროსადგურები და სხვა ობიექტები, რომლებზეც ისინი არიან დამოკიდებულნი“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
აღნიშნულია, რომ არ ყოფილა ცნობები ატომური ელექტროსადგურის პირდაპირი დაზიანების შესახებ, მაგრამ მ საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა, რომ დარტყმები კვლავ შეეხო ელექტროქვესადგურებს, რომლებსაც ატომური ელექტროსადგურები იყენებენ გადაცემისთვის.
პირველი არხი