სიცრუით გაჯერებული რეზოლუციები ვიხილეთ ბევრჯერ, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ

„არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, შანტაჟით, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი გახა კალაძე ევროკავშირის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას.
მისი შეფასებით, ქვეყნის დასავლელი პარტნიორების ნაწილი ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მსგავსი რეზოლუციები ვიხილეთ ძალიან ბევრჯერ. მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუციაა, თუ არ ვცდები. არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, შანტაჟით, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ. ალბათ ცოტა ხანში გავიგებთ ამასაც. მსგავს რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ეს ადამიანები, ჩვენი ე.წ. დასავლელი მეგობრები, ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ, ყველა ინსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. ნახეთ, ეუთო/ოდირ-ის წინააღმდეგ რა განცხადებებს აკეთებდნენ? თურმე დღეს გახდა ცუდი ეუთო/ოდირ-ი და არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს. იმიტომ არ აქვს, რომ ისინი დამარცხდნენ და უჭირთ, ამ ყველაფრის აღიარება; იმიტომ არ ჩატარდა თურმე დემოკრატიულად ქვეყანაში , რომ დამარცხდნენ და ქართველმა ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა. ამიტომ კეთდება მსგავსი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა .
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.
„ჯერ იზეიმეს, სხვათა შორის, ტაშ-ფანდური გამართეს საღამოს 8 საათზე. ერთმანეთს ეხვეოდნენ და ერთი ამბავი ჰქონდათ. მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს, თავიანთ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ. არჩევნების შემდეგაც, 20:00 საათზე მოატყუეს ამომრჩეველი და იზეიმეს. შემდეგ უკვე გაირკვა, რომ თურმე არჩევნები ყოფილა ცუდად ჩატარებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ