,,მმართველი პარტიის განცხადება მოახდენს ძალიან მძიმე უკუსვლას”- ზვიად ჭუმბურიძე
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე:,,მმართველი პარტიის განცხადება მოახდენს ძალიან მძიმე უკუსვლას, რა თქმა უნდა ამაში შედის ეკონომიკა და ბიზნესი, მაგრამ პირველ რიგში აქ არის აქცენტი პოლიტიკურ საკითხზე. ის, რომ დღეს საქართველოს, როგორც არასდროს სჭირდება ევროპული გზის უფრო მეტად გაძლიერება, რადგან ვხედავთ როგორ იბრძვის რუსეთი სპეცსამსახურების საშუალებით საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოსაცილებლად. ბიზნესი ჩათვალეთ, რომ გაზაფხულიდან იმდენად დაზარალდება და დაზიანდება, 31% ისედაც შემცირებულია ევროკავშირთან ვაჭრობა ბოლო 10 თვის მონაცემებით. ჩათვალეთ რომ ეს უფრო კატასტროფულად გაიზრდება და ჩვენ ვკარგავთ წლების განმავლობაში რთულად მოპოვებულ წარმატებას ევროპულ ბაზარზე. თუმცა ეს პროცესიც, ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების ძალიან მძიმედ მიდიოდა. თუმცა, აქ უკვე ევროპულ ბაზარზე და ინვესტორებზე აღარ არის საუბარი. ჩვენ, შიგნით ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ავაწყობთ ჩვენს ქვეყანას. რა გვინდა და რა ვიქნებით რუსულ-ირანულ-ჩინური სატელიტი ქვეყანა თუ თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ გზაზეა შემდგარი. ბიზნესი და ეკონომიკა იმდენად დაზარალდება და იმდენად მეორე პლანზე გადავა ამაზე საუბარიც რთულია.”
