EU-მ უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპ.პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანის გაუქმებას საქართველო დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს.
“მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთის მიჯაჭვულობასა და დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს. ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები”,- წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა