ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აფრიკის ქვეყნებში ტურნე დაიწყო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აფრიკის ქვეყნებში ტურნე დაიწყო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“პირველ რიგში ვიზიტი მიმართული იქნება ურთიერთსასარგებლო მიმართულებით ურთიერთქმედების ინტენსიფიკაციისკენ. მიმდინარე ვიზიტი იქნება ბელარუსსა და აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებს შორის მყარი ურთიერთობების დამყარებისკენ მიზანმიმართული მუშაობის გაგრძელება”. – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ლუკაშენკომ ტურნე ეკვატორულ გვინეაში ვიზიტით დაიწყო, რა დროსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა “თანამშრომლობის განვითარების გზამკვლევს” მოაწერეს ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა