თბილისის მერია: ინფორმაცია ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს, რის გამოც ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარვეზის აღმოფხვრამდე, ზონალური საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება და ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.

„გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალური საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.

ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა