„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი – ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური – ინტეგრაციის პროცესს“

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება.
„ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით”.
სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა