“ჯეპრა” ხელისუფლებას მოუწოდებს არ გავიდეს საკონსტიტუციო წესრიგიდან – “ჩვენი მიზანი არის და იქნება ევროკავშირი”

საზოგადოებასთან უერთიერთობის სფეროში მომუშავე საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრა” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს არ გავიდეს საკონსტიტუციო წესრიგიდან. ორგანიზაციის გავრცელებული განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირზე უარის თქმა თავისუფლებასა და მომავალზე უარის თქმას ნიშნავს
“ჯეპრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო მისწრაფებას ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირზე უარის თქმა ნიშნავს თანასწორობაზე, თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გავიდეს საკონსტიტუციო წესრიგიდან და უარი თქვას ძალადობაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენი მიზანი არის და იქნება ევროკავშირი!” – ნათქვამია განცხადებაში.