სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რეპორტიორზე.
მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი, დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი მიწაზე დავარდა, სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა.
რეპორტიორს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
რამდენიმე საათით ადრე პოლიციის თანამშრომელმა დაარტყა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პოლიციას მიზანში ჰყავს ამოღებული ჟურნალისტები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელმა სცემა „ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავას.
ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა, – რა დროსაც სცემეს, – ამბობს, რომ მას გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში