ელენე ხოშტარია – ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია, რომელმაც თქვა, რომ არ გვინდა რუსეთში – პროტესტი უწყვეტი იქნება

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია და რეჟიმმა ვერაფერი დაუშავა იმ ხალხს, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პროტესტი უწყვეტი იქნება.
„ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არის პოლიცია, რომელსაც ეშინია ბევრი ხალხის. დასდევენ ცალ-ცალკე ადამიანებს და მათ შორის, აფთიაქში. გამოეკიდნენ ადამიანებს, რომლებიც უკვე სახლში მიდიოდნენ. გადაწყვიტეს, ასე ცალ-ცალკე დაიჭირონ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს მთელი ღამე ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი წინააღმდეგობა გაწია და რეჟიმმა ვერაფერი დაუშავა იმ ხალხს, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში. ვერც [წყლის] ჭავლმა, ვერაფერმა გააჩერა ეს ხალხი. სადაც არ უნდა გაეკიდონ, პროტესტი იქნება უწყვეტი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში