სპეცრაზმელმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს დაარტყა

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რეპორტიორზე.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი, დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში ერთვებოდა – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.
ჟურნალისტს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.