TV პირველის ინფორმაციით, მათ ოპერატორს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

TV პირველის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელევიზიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ოპერატორს, გიორგი შეწირულს.

ტელევიზიის ინფორმაციით, მას სპეცრაზმელები იმ დროს დაესხნენ თავს, როცა მოქალაქეებზე ძალადობის კასრებს იღებდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

ცოტა ხნით ადრე, დაშავდა ტელევიზიის კიდევ ერთი ოპერატორი, ნიკა კოკაია. მას თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

გაურკვეველ ნივთიერება შეასხეს თვალებში TV პირველის ჟურნალისტს, ანა მდივანსაც. გარდა ამისა, წყლის თვალი დამიზნებით ესროლეს ამავე ტელევიზიის კიდევ ერთ ჯგუფს – ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს.

აქციაზე დაშავდა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი. ასევე, OC მედიას ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძეც.