პოლიციას კვერცხები ესროლეს, პოლიციელები დემონსტრანტებს აგინებენ

პარლამენტთან აქციაზე დემონსტრანტებმა, – აქციის იმ ნაწილმა, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ გვერდზეა შეკრებილი, – პოლიციელებს კვერცხები დაუშინეს.
ვითარება კვლავ დაძაბულია.
დემონსტრანტების მხრიდან ისვრიან სხვადასხვა ნივთსაც.
პოლიციელების ნაწილი აგინებს დემონსტრანტებს.
მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
პოლიციის წინა რიგებში ე.წ „რობოკოპები“ ჩადგნენ – სპეციალური ფარებით აღჭურვილი პოლიციელები.
ამ წუთებში – ღამის ორი საათისთვის – პოლიცია ადგილზე მყოფ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაშლით ემუქრება.
იყენებენ წიწაკის სპრეისაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე: როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ