ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ერთი თვეა ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია პროცესი და ეს შეჩერებული, ახლა როგორ შეჩერდა?

ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ერთი თვეა ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია და ეს შეჩერებული როგორ შეჩერდა?! ასეთ დრამატულ სიტუაციაში არიან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ყველა გაზაფხულზე, ყველა შემოდგომაზე მათ ექნებოდათ აქციები, მიტინგები, ტურბულენტობები – „ქართული ოცნება“ მიდის უკან, რუსეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, უნდა იყვირონ. გაზაფხულზე უნდა იყვირონ, შემდეგ შემოდგომაზე უნდა იყვირონ, თვითმმართველობის არჩევნების წინ, შემდეგ 2026 წელს უნდა იყვირონ კვლავ გაზაფხულზე და ყველა ჯერზე სცადონ ქვეყნის ამოტრიალება.
როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დარწმუნდნენ და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟის იარაღად არ გამოადგებოდათ, მერე მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვეპოვებინა უფრო მალე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას