პუტინი აცხადებს, რომ არ ერევა საქართველოს საქმეებში. “არ ვეხებით”

28 ნოემბერს ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს, მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.
“ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ საერთოდ არ ვეჩხირებით, უბრალოდ არ ვეხებით მას. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ “კოლეგებზე”,- განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
იქვე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ “სიმამაცით”, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოზიცია “ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან” დაკავშირებით.
“როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, გულახდილად გითხრათ, მე გაოცებით ვუყურებდი და ვადევნებდი თვალ ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, არავითარი. მაგრამ მე უბრალოდ გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი. ახლა მე არც კი მიცემ შეფასებას ამ თვალსაზრისს”, – დასძინა პუტინმა.
მანამდე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეაქეს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა “აგენტების კანონისა” და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

გიგი წერეთელი – პოლიტიკურ ოპონენტებზე – გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება