ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა

46 წლის ინგლისელი სპეციალისტი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “ქოვენთრის” მწვრთნელად დაინიშნა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
მან ამ პოსტზე მარკ რობინსი შეცვალა, რომელიც გუნდს 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ლამპარდის ბოლო სამუშაო ადგილი “ჩელსი” გახლდათ, სადაც დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. რაც შეეხება “ქოვენთრის”, კლუბი 17 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიპში 17 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში