„ჰამასი“ ღაზაში რღვევას იწყებს – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ისრაელელ სამხედროებს შეხვდა, რომელიც შერეული სქესის წარმომადგენლებისგან შედგება.

თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ხედავს ნიშნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ „ჰამასი“ ღაზაში რღვევას იწყებს.

„შეუძლებელია უგულებელყო ძლიერი, გამორჩეული და წარმატებული ქალის ყოფნა ომში. ქალები ნამდვილად არ იბრძოდნენ IDF-ში 1948 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, 75 წლის შემდეგ, მასიურ ბრძოლებში. შედეგები ძალიან შთამბეჭდავია

ვხედავ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ჰამასი“ იწყებს რღვევას ღაზაში. თქვენ ყველა თამაშობთ მთავარ როლს ამ საკითხში“, – დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ