ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარის, სა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი , თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და ეს სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე; ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესდეს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების, მათ შორის ქვეყანაში ს გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობების, გამო“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტმა რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.