ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
გიორგი ლიფონავა 16 ნოემბერს, ცესკოსთან მშვიდობიანი მსვლელობის დროს დააკავეს.
16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.
16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს.