„ოცნებამ“ მთავრობა ისე დაამტკიცა, კითხვა არ დაუსვამს

„ქართულმა ოცნება“ პარლამენტში, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა, მთავრობა ისე დაამტკიცა, რომ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მისთვის კითხვა არ დაუსვამთ.
პრემიერ-მინისტრმა მ სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე წარადგინა, ვინაიდან ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახა, საპარლამენტო ს შედეგებსა და შესაბამისად, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და არც პარლამენტში შედის.
პლენარულ სხდომაზე დამტკიცებამდე, წინა 2 დღე მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში მოუსმინეს, სადაც გარკვეული კითხვებიც დაუსვეს. პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატებს კითხვები არ ჰქონდათ და მხოლოდ უმრავლესობის ლიდერი გამოვიდოდა ტრიბუნიდან სიტყვით.
„როგორც ვიცი ფრაქციისგან კითხვები, გამოსვლები კომიტეტებიდან არ არის. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვა უმრავლესობის დროით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია პრეზიდენტის სარჩელი ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევის არგუმენტით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. ჯერ უცნობია, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად წარმოებაში მიიღებს თუ არა სარჩელებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:
ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;
ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
შესაბამისად, კონსტიტუციონალისტები მიუთითებენ, რომ პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაციის [შესაბამისად 150 დეპუტატის] საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეკრებილიყო მიუხედავად იმისა, მოიწვევდა თუ არა პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, მოესმინა ს თავმჯდომარის ანგარიში და შეექმნა დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისიები, თუმცა არ უნდა ეცნო დეპუტატების უფლებამოსილება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე.
მიუხედავად ამისა, 25 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომა გამართა და არჩეული წევრების უფლებამოსილება ცნო, რითაც სადავო გახადა მოქმედი პარლამენტის კონსტიტუციურობა.