რუდ ვან ნისტელროი პრემიერ ლიგას უბრუნდება – ნიდერლანდელის ახალი გუნდი ცნობილია

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რუდ ვან ნისტელროი პრემიერ ლიგის ბინადარი “ლესტერის” ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეებმა ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს.
ნიდერლანდელი ამ პოსტზე სტივ კუპერს ჩაანაცვლებს, რომელიც “მელიების” ხელმძღვანელობამ “ჩელსისთან” 1:2 მარცხის შემდეგ დაითხოვა.
მოგეხსენებათ, ნისტელროის ბოლო სამუშაო ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ. ის გუნდის უკვე ყოფილი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი გახლდათ, მისი დათხოვნის შემდეგ კლუბს რამდენიმე შეხვედრაში უხელმძღვანელა, მაგრამ “მანჩესტერის” ახალმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა თავის შტაბში აღარ შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში