,,საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.'' – ირაკლი

ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი, 2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით უსწრებს, არის გაიანა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა ქვეყნის ტერიტორიაზე.
„ჩვენ ნავთობის გარეშეც ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება შესაბამისად. ჩვენ დაგვხვდა მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი ბიუჯეტი 2012 წელს, ანუ ამ კუთხითაც იყო უმძიმესი ვითარება. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და წელს, დაახლოებით, 28 მლრდ ლარს შეადგენს უკვე ბიუჯეტი და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს ბიუჯეტმა შეადგინოს 40 მლრდ ლარზე მეტი, ესეც რეალისტური ამოცანაა და ამაზეც ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე,“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს