საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი ჰაუსი“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ ახალ სამშენებლო პროექტს, „ჰაუს მანავი“ -ს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს. ს მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონი დოლარია.
საცხოვრებელი სახლის პროექტი ისანში, მანავის ქუჩა N2-ში ხორციელდება. პროექტი 1,914 კვ.მ ტერიტორიაზე, 11 სართულიან საცხოვრებელ სახლის, ჯამში 63 ბინის მშენებლობას გულისხმობს.
პროექტის მშენებლობა 2023 წლის ივლისში დაიწყო და ის 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
„სამშენებლო დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ჩვენს მობინადრეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვუქმნით ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს და ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტებს. ჩვენი კონცეპტუალური ხედვა თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას გულისხმობს, რომ სამშენებლო სექტორში შევინარჩუნოთ სანდო რეპუტაცია, მშენებლობის ყველა ეტაზე ვუზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი. ასევე, ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე საცხოვრებელი გარემო და ქალაქის ეკოსისტემის გათვალისწინებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ურბანულ განვითარებაში. ამჟამად, ქალაქის სხვადასხვა უბანში უკვე დასრულებული ოთხი პროექტი გვაქვს, სამი პროექტის მშენებლობა კი ისანში, დიღომსა და ორთაჭალაში მიმდინარეობს. “ჰაუს მანავი” უახლესი სამშენებლო სტანდარტების დაცვითა და ხარისხიანი მასალებით შენდება, თითოეული ბინა კი დაპროექტებულია ოპტიმალურად, ბუნებრივი განათების შეღწევადობის გათვალისწინებით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მობინადრეებისთვის ეს სწორედ ის ადგილი იქნება, სადაც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს მოიწყობს და დაცულ მომავალს შექმნის. სამომავლოდ ორი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელთა პროექტირება უკვე დაწყებულია. პროექტების წარმატებით და დროულად დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა, რომელიც ასევე, გვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მომავალი მობინადრეებისთვის მოქნილი გადახდის პირობების, ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკისა და შიდა უპროცენტო განვადების შეთავაზებით“, – განაცხადა მიხეილ ძაგანიამ, თბილისი ჰაუსის დირექტორმა.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ.
საქართველოს ბანკსა და „თბილისი ჰაუსს“ მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ერთობლივად არაერთი წარმატებული პროქტი განვახროციელეთ, მათ შორის „ჰაუს გარდენი“, „ჰაუს პანორამა“ და „ჰაუს ქორნერი“. ეს თანამშრომლობა კი კვლავაც გრძელდება. ამჯერად, კომპანიის ახალი პროექტის „ჰაუს მანავის“ მხარდამჭერები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა, არამხოლოდ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას, არამედ, მომავალი მობინადრეებისთვის სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას გულისხმობს. სამომავლოდ კომპანია არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.