კელეჰერმა “ლივერპულის” ფანები აღაფრთოვანა – რას წერენ გულშემატკივრები მასზე და მამარდაშვილზე, კამერებმა კი “რეალთან” მატჩისას ალისონის სახე დააფიქსირეს [PHOTO]

კელეჰერმა “ლივერპულის” ფანები აღაფრთოვანა – რას წერენ გულშემატკივრები მასზე და მამარდაშვილზე, კამერებმა კი “რეალთან” მატჩისას ალისონის სახე დააფიქსირეს [PHOTO]
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ “ლივერპულში” ზაფხულში მეკარის პოზიციაზე დიდი თავის ტკივილი იქნება. როგორც იცით, “მერსისაიდელებს” გიორგი მამარდაშვილი უნდა შეუერთდეთ, ახლა კი ინგლისურ გრანდს ორი კარგი კიპერი უკვე ჰყავს.
ალისონის ტრავმის გამო კარში ჩამდგარი კაომინ კელეჰერი ბრწყინვალედ გამოიყურება. ირლანდიელმა “რეალთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში კილიან მბაპეს პენალტი აუღო და მთლიანობაში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, რითაც ფანები აღაფრთოვანა.
ალისონი ამ მატჩს თვალს სტადიონიდან ადევნებდა და კამერებმა თერთმეტმეტრიანის მოგერიების შემდეგ მისი ღიმილიანი სახე დააფიქსირეს.
“რეალთან” კელეჰერის კარგი ასპარეზობის შემდეგ “ლივერპულის” ფანებმა Reddit-ის საშუალებით თავისი
ემოციები გააზიარეს და კომენტარები გააკეთეს.
ზოგიერი მიიჩნევს, რომ სჯობს მამარდაშვილმა ჯერჯერობით მოიცადოს და კელეჰერი შეინარჩუნონ, ზოგი კი აღნიშნავს, რომ ირლანდიელი ახლა ალისონსაც კი სჯობს.
მოკლედ, არნე სლოტს და გუნდის ხელმძღვანელობას ზაფხულში მეკარის პოზიციაზე საფიქრალი ნამდვილად ექნება და იმედია, არჩევანი მამარდაშვილზე შეჩერდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში