„ინტელექტუალური კორუფცია“ – ავტორთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით საგამოძიებო ფილმი მომზადდა

„ინტელექტუალური კორუფცია“ – ასე ეწოდება საგამოძიებო ფილმს, რომელიც ავტორთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით მომზადდა.
ბოლო წლებია დიდი ვნებათაღელვაა საავტორო უფლებების სფეროში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეფორმის ფარგლებში, საქპატენტმა ხელოვანების ჰონორარების შემგროვებელი ორგანიზაციის შესარჩევად, აკრედიტაციის კონკურსი გამოაცხადა.
„საინიციატივო ჯგუფის სახელით, იურისტებსა და საგამოძიებო ჟურნალისტების ჩართულობით, შეიქმნა საგამოძიებო ფილმი, რომელიც საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებულ სიტუაციას აღწერს. ფილმის ინსპირაცია სწორედ ის დარღვევები გახდა, რომლებიც წლების განმავლობაში GCA-ის საქმიანობაში გამოიკვეთა”, – აცხადებენ ავტორთა საინიციატივო ჯგუფში. ფილმი BMG TV-ის ეთერში, 7 დეკემბერს გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ