AlterSocks-ი Porsche-სთვის, შვეიცარიაში საექსპორტოდ, წინდებს ამზადებს

წინდების მწარმოებელ ქართულ ბრენდი AlterSocks-ის და შვეიცარიული Porsche-ს თანამშრომლობა გრძელდება. ქართული კომპანია წელს უკვე მეორედ გზავნის წინდების პარტიას Porsche-სთვის. წინდების პირველი პარტია შვეიცარიაში კომპანიამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაგზავნა.
AlterSocks-ის თანადამფუძნებლის, რეზო ბესელაშვილის თქმით, Porsche-ს წარმომადგენელი თვითონ დაუკავშირდნენ AlterSocks და უთხრეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მათნაირ პატარა ბიზნესებთან თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, რომ წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ AlterSocks-ს 200-მდე დიზაინის წინდა აქვს დამზადებული. ბრენდის ფილიალები თბილისსა და ბათუმშია განთავსებული, მიწოდებას კი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ